ირაკლი კობახიძის ბრიფინგი

02 ოქტომბერი 2023, 17:58 717 ნახვა

კარვების გაშლა დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სუს-ის ინფორმაციით, კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების შესანახად.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა კანდიდატის სტატუსზე, მისი თქმით რთულია პროგნოზირება, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი.

ასევე აღნიშნა, რომ გარე ძალებისგან არის სერიოზული გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებზე.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში