ზამბახიძე ''ეროვნულ ფორუმს'' მიმართავს

20 მაისი 2016, 00:00 5102 ნახვა

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ეროვნული ფორუმის თავმჯდომარეს და წევრებს მიმართავს - მერაბ აბაშიძის ირგვლივ არსებულ კითხვის ნიშნებს პასუხი გაეცეს და სახალხოდ გაცხადდეს ფორუმის პოლიტიკური პლათფორმის შესახებ. პეტრე ზამბახიძე ირწმუნება, რომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრი მერაბ აბაშიძე გარიგებაშია "ქართულ ოცნებასთან". ნაციონალური მოძრაობის წევრი მიიჩნევს, რომ აბაშიძემ ფრაქციაც უნდა დატოვოს. მერაბ აბაშიძე ბრალდებებს უარყოფს, იგი ფრაქციის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით ეროვნულმა ფორუმმა თავიდანმე მიიღო გადაწყვეტიელბა რომ კოალიციიდან გასვლით პოლიტიკურ კრიზს არ შექმნიდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში