ვიქტორ ორბანის ვიზიტი

11 ოქტომბერი 2023, 18:08 464 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავს. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში