ქედქედში ოთხსულიანი ოჯახის სახლი დაიწვა

13 ოქტომბერი 2023, 18:04 546 ნახვა

ხანძარი იყო ხელვაჩაურში. სოფელ ქედქედში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი მეზობელების თქმით, სახურავს გაუჩნდა და შემდეგ უკვე მთლიანად გადავიდა  საცხოვრებელ სახლზე. 

სახლის მეორე სართულის დიდი ნაწილი ხის იყო, რამაც მისი სწრაფად აალება გამოიწვია. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა შენობა სწრაფად დაიწვა.

დაზარალდა შაშიკაძეების 4 წევრიანი ოჯახი. უსახლკაროდ დარჩენილები მერიამ დროებით ქირით გაიყვანა.  ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

ოჯახს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დაეხმარება. 

საცხოვრისის საკითხს კი მერიასთან არსებული სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია შეისწავლის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში