კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა - სამუშაო შეხვედრა

16 ოქტომბერი 2023, 11:25 446 ნახვა

სახალხო დამცველმა  კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე, ძირითად გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის  გზებზე იმსჯელეს.

ასევე ისაუბრეს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ამოცანებზე და ამ კუთხით ხელისუფლების, საერთაშორისო თანამეგობრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის როლზე. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში