ისრაელ-''ჰამასის'' ომის მე-16 დღე

22 ოქტომბერი 2023, 12:08 414 ნახვა

ისრაელ-''ჰამასის'' ომის მე-16 დღე. დაჯგუფება „ჰამასის“, „ნუხბას“ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ორი წევრი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს. სწორედ „ნუხბას“ ქვედანაყოფი ხელმძღვანელობდა 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმას.

გარდა ამისა ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით ღამით „ჰამასის“ ათობით ობიექტს დაარტყეს. გარდა ამისა, იერიში მიიტანეს ქალაქ ჯენინში მდებარე მეჩეთზე, რასაც გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ქმედებას უკავშირებენ.

თავდაცვის ძალების სპიკერმა განმარტა, რომ გარდაუვალი თავდასხმა ხდებოდა ჰამასის და ისლამური ჯიჰადის ერთობლივი რაზმისგან. 

რაც შეეხება ომში სხვა მხარეების ჩართვას, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აღნიშნავს, „ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს და შესაძლოა ლიბანი ომში ჩაითრიოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში