ისრაელმა ქალაქ ღაზას დაარტყა

29 ოქტომბერი 2025, 09:19 122 ნახვა

ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ისრაელმა გუშინ ღაზის ტერიტორიაზე დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც „ჰამასმა“ პალესტინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, დარტყმებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. 

ეს სამკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ძალადობის პირველი შემთხვევაა და იგი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრემიერმა დაუყოვნებლივი და მძლავრი თავდასხმების ბრძანება გასცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე