სამხრეთ კორეაში დონალდ ტრამპის ვიზიტი გააპროტესტეს. „არა მეფეებს!“ - სკანდირებდნენ შეკრებილები. სამხრეთ კორეის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კვონ იანგ-გუკმა, განაცხადა, რომ აბსურდია საერთაშორისო თანამშრომლობაზე საუბარი, მაშინ როცა თითოეული ერი აშშ-ის ზეწოლის ქვეშ საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს.
მანამდე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა სამიტზე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან სავაჭრო შეთანხმება „ძალიან მალე“ დასრულდება.