პუტინის ომი უკრაინაში

22 ოქტომბერი 2023, 11:15 429 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. სამხედრო გარნიზონის მეთაურის განცხადებით დარტყმა, მეზობელი ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიიდან განხორციელდა.

ბომბების ქვეშ მოექცა ავდიივკას მიმართულებაც, სადაც ბოლო რამდენიმეა დღეა აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს. უკრაინის ძალებს წინსვლა აქვთ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე. 

გასული დღის მონაცემებით დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 68 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით უკრაინის დამცველებმა მტრის 15-მდე შეტევა მოიგერიეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში