პირველი ჰუმანიტარული ტვირთი ღაზის სექტორში

22 ოქტომბერი 2023, 17:33 446 ნახვა

ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 4,651-მდე გაიზარდა, დაჭრილია 14,245-ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 266 ადამიანი, მათ შორის 117 ბავშვი.

40 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა განთავსებული კარვების ქალაქში ღაზის სამხრეთ ნაწილში.

მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე, კარვებში ცხოვრობენ. აქ უკვე შევიდა პირველი ჰუმანიტარული ტვირთი, სექტორში საკვების და წყლის კრიზისია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში