გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა

23 ოქტომბერი 2023, 10:03 607 ნახვა
00:00
00:00

წარუმატებელი გამოდგა „ტენერიფეს“ საშინაო მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. კუნძულელებმა მადრიდის „რეალს“ უმასპინძლეს და ბოლო წუთებზე 76:82 დამარცხდნენ. 18 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი ჰაიმე ფერნანდესი გახდა, „რეალს“ კი კაბოვერდელი ედი ტავარეში გაუძღვა.

კანარელები უახლოეს შეხვედრაში 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე  – თურქულ „დარუშაფაკას“ ესტუმრებიან.

„რეალთან“ შეხვედრაში ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა: გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში 733 რეალიზებული ორქულიანი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი