''ოქროს თვალი'' - კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალი

27 ოქტომბერი 2023, 20:39 693 ნახვა

''ოქროს თვალი'' - ასე ჰქვია კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალს, რომელსაც აჭარა მასპინძლობს. ფესტივალის პირველი დღე შემეცნებითი ხასიათისაა და სტუმრებს ქართული ღვინისა და კულინარიის მასტერკლასებს სთავაზობს. უკვე ხვალ ფესტივალის ფარგლებში ტელეოპერატორებს შორის კონკურსი გაიმართება, სადაც სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მათ შორის არის საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი და სარისკო კადრი. გამარჯვებულ ნომინანტებს გამოცდილი საერთაშორისო ჟიური შეარჩევს. გარდა საკონკურსო თემატიკისა, ფესტივალი საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს მოიცავს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში