ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. ერთკვირიანი დასვენება 8 მარტიდან 15 მარტამდე გაგრძელდება. საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს სასკოლო არდადეგების თარიღი შეიცვალა. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, გასულ წლებში არდადეგები სააღდგომო პერიოდს ემთხვეოდა, წელს დასვენების დღეები შრომის კოდექსის შესაბამისად განისაზღვრა. წლის განმავლობაში სკოლებში სამი _ საზაფხულო, ზამთრის და საგაზაფხულო არადებებია.