ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს კვლავ ინტენსიურად უტევენ

08 ნოემბერი 2023, 10:08 431 ნახვა

ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს კვლავ ინტენსიურად უტევენ. ღამის განმავლობაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი არ შეწყვეტილა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ქვეყნის ჯარებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს და უკვე ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან.

მისივე განცხადებით, თავდაცვის ძალები მანევრირებენ ჯავშანტექნიკითა და ტანკებით, მათი სამიზნე კი, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა, მეთაურები და საკომუნიკაციო ოთახებია.

წინააღმდეგობის ამსახველ მორიგ ვიდეო მასალას ავრცელებს დაჯგუფება „ჰამასი“ და ამტკიცებს, რომ ღაზაში ისრაელელ სამხედროებს იგერიებს.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ექიმები ანესთეზიის გარეშე მოქმედებენ, მატულობს მსხვერპლი.

გასული დღის განმავლობაში, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელით სექტორი 600-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც ევაკუაციის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აშშ-ის სენატში კი „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა დაბლოკეს „რესპუბლიკელების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის საგანგებო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა, რადგან მასში უკრაინის დახმარება არ იყო ნახსენები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში