ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების პროცესი

13 ნოემბერი 2023, 12:08 477 ნახვა

იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელმა  პოლიტიკურ კლასს საქართველოში  მოუწოდა, რომ ერთად იმუშაონ კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე და იმის მიუხედავად, რომ დეპოლარიზაცია ევროპულ დავალებებს შორის ისევ მთავარ პუნქტად რჩება, ჯერ კიდევ გაურკვეველია შეძლებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები გაერთიანებას ქვეყნისთვის საკვანძო საკითხზე სამუშაოდ.

ოპოზიციის ნაწილი  ერთიანობის აუცილებლობას უსვამს ხაზს, უმრავლესობაში კი ოპონენტებს გასულ თვეებს ახსენებენ, როცა მათი თქმით, საპარლამენტო უმცირესობა საბოტაჟის რეჟიმში იყო და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფერი გააკეთეს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში