დეპუტატთა ხელფასების ზრდის საკითხი

15 ნოემბერი 2023, 15:08 420 ნახვა

87 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ.   

ინიციატორი პარლამენტის თავმჯდომარეა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს არა ხელფასების ზრდა, არამედ თანხის შესაბამისობაში მოყვანაა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში