აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა

01 დეკემბერი 2025, 16:38 108 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ტურიზმის სფეროში პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრას საქართველოში ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს - MASHAV-ის ხელმძღვანელი, გიორგი ჟღენტი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განათლების, პროფესიული განვითარების, ინოვაციებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

 

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში