უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18 ნოემბერი 2023, 12:01 591 ნახვა
00:00
00:00

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლის დროს. დაღუპულია ნიკა გელენიძე, რომელიც ოკუპანტის აგრესიას იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც უკრაინაში ორი კვირის წინ მოკლული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსაყვანად ბახმუტის მისადგომებთან შედიოდა. 

გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილს ორშაბათს ჯერ კიევში, შემდეგ კი საქართველოში გადმოასვენებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი