ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

19 ნოემბერი 2023, 11:00 376 ნახვა

საქართველო მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტაციისთვის - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას შეფასებით კი, საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია.

როგორც პია კაუმამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე განაცხადა, ეუთო საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის მხრივ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში