8 საიუველირო ნივთია მოპარული ლუვრიდან - პარიზის პროკურორი

20 ოქტომბერი 2025, 09:41 107 ნახვა

პარიზის პროკურორ ლორ ბეკუოს თქმით, კვირას  პარიზის ლუვრის მუზეუმის ძარცვის შედეგად ქურდებმა რვა ფასდაუდებელი ნივთი მოიპარეს, ხოლო მეცხრე ნივთი, რომლის მოპარვაც სცადეს, ადგილზევეა ნაპოვნი.

ბეკუომ უარყო, რომ ქურდების  სამიზნე  მსოფლიოში ცნობილი რეგენტის ალმასი იყო, რომელიც იმავე გალერეაში ინახება, სადაც ქურდებმა შეაღწიეს. სოტბის შეფასებით, რეგენტის ალმასის ღირებულება 60 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მძარცველებს შვიდი წუთი დასჭირდათ მუზეუმიდან ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი სამკაულებისა და სხვა ძვირფასი ნივთების მოსაპარად. ეს იყო ყველაზე მასშტაბური ძარცვა მუზეუმში 1911 წლის შემდეგ, როდესაც ლეონარდო და ვინჩის შედევრი, მონა ლიზა, მოიპარეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში