ენმ ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

05 დეკემბერი 2023, 14:08 392 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ. საუბარია სარფის პლაჟზე  დაგეგმილი სამუშაოებისთვის გათვალისწინებულ 132 ათას ლარზე. 

ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობის ტენდერში გაიმარჯვა შეპესე „დეკაგონმა“, რომელმაც მოგვიანებით მისი ინფორმაციით, დაახლოებით 53 ათას ლარად  ქვეკონტრაქტორი კომპანია დაიქირავა.

სამუშაოები მამუკა ჯევაიშის თმით, 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. ბოლო ვადა კი მისივე ინფორმაციით, 25 დეკემბერია.  ოპოზიცია მერიას ორი კითხვით მიმართავს. 

პირველი მოესწრება თუ არა პანდუსის მოწყობა დათქმულ ვადაში და რატომ ხარჯავს თვითმმართველობა ორმაგ თანხას.

ხელვაჩაურის მერიაში ნაციონალურ მოძრაობას არცერთ ბრალდებაზე არ პასუხობენ.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში