ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

06 დეკემბერი 2023, 14:45 281 ნახვა

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა ბონი-გარადოკის, თამარის დასახლებისა და მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას გააცნეს. Mმომავალ წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 365 მილიონი ლარი იქნება, აქედან 140 მილიონი ქალაქში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს. პრიორიტეტებს შორისა ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. მოსახლეობის კითხვები ძირითადად საქალაქო ტრანსპორტს, გაჩერებებს, სკვერებს და სხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა. შეხვედრა ბონის კულტურის დარბაზში გაიმართა და 40-მდე მოქალაქე ესწრებოდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში