„ხინოდან ხიხანამდე“ - ფოტო კონკურსი

06 დეკემბერი 2023, 15:00 540 ნახვა

„ხინოდან ხიხანამდე“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ნებისმიერი მსურველისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს. კონკურსანტს შეუძლია გადაიღოს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური კულტმემკვიდრეობის ძეგლები, საჭიროა წარმოადგინოს მინიმუმ 5 ორიგინალი, დაუმუშავებელი და სპეციალურად კონკურსისთვის გადაღებული ფოტო, რომელიც არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს და მთავარი აქცენტი მის შინაარსსა და კრეატიულობაზე გაკეთდება. გამარჯვებულები პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ უნდა გამოავლინოს. 1 ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარიან, მეორე ადგილზე -1500 ლარიან, ხოლო მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი 1000 ლარიან ფოტოტექნიკის ვაუჩერს მიიღებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში