კიდევ ერთხელ ვისურვებთ სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას, ვლოცულობთ და მოვუწოდებთ, ჩვენი მძევლები გათავისუფლდნენ - ისრაელის ელჩი

07 დეკემბერი 2023, 20:04 273 ნახვა

ებრაელები მთელი მსოფლიოს გარშემო დღეს ხანუქას პირველ სანთელს ანთებენ. როგორც საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ებრაული დღესასწაული სიმბოლოა გამბედაობის, შეუპოვრობისა და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების.

ისრაელის საელჩოში ასევე აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ხანუქა ღაზაში ისრაელის მიერ „ჰამასთან“ ბრძოლის გაგრძელების პირობებში დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა რაბინებთან და საქართველოს ებრაული თემის წევრებთან ერთად აანთეს დღესასწაულის პირველი სანთელი.

„კიდევ ერთხელ ვისურვებთ სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას.“ ყველანი ვლოცულობთ და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ჩვენი მძევლები ტერორისტების ხელიდან.დარწმუნებული ვართ, რომ სინათლე კიდევ ერთხელ დაამარცხებს სიბნელეს“, - განაცხადა ელჩმა და მადლობა გადაუხადა მთავრობასა და ხალხს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისათვის .

ელჩმა მეიცადმა ხანუკას პირველი სანთელი მიუძღვნა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ღაზაში გატაცებული ბიბასების ოჯახის, იარდენის, შირის, არიელისა და კფირის უსაფრთხო დაბრუნებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში