სამეთაურო-საშტაბო სწავლება

08 დეკემბერი 2023, 11:51 312 ნახვა

საქართველო სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მასპინძლობს, რომელიც კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება და რომელსაც ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს. გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა. ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შედგება. სწავლებაში 9 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში