სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო

12 დეკემბერი 2023, 11:39 288 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში. სხდომას სუამის თავმჯდომარე ქვეყნის, უკრაინის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. მონაწილეები განიხილავენ უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში სუამის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. იქამდე ბრიუსელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 5 ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, მათ შორის, ილია დარჩიაშვილმა მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრებმა დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს როგორი მომავალი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა. ბელორუსმა პროექტში მონაწილეობა შეაჩერა, ხოლო საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გაფართოების კალათაში გადაინაცვლეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში