მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 დეკემბერი 2023, 22:15 382 ნახვა

ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის”  წერს.

“ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნან, და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღეს, რომელიც ჩვენი კავშირის ისტორიაში დარჩება.

მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში