ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს - რობერტა მეცოლა

14 დეკემბერი 2023, 22:38 443 ნახვა

ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

"ჩვენ მოგისმინეთ თქვენ და თქვენი ევროპული მისწრაფებების შესახებ. დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს იმედს“, – წერს რობერტა მეცოლა.

ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს არის საამაყო დღე ევროპისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის. „ყველასთვის, ვინც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისთვის, ყველასთვის, ვინც ევროპას უყურებს, როგორც იმედის შუქურას. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირებები. ჩვენ შევქმენით ისტორია. ახლა ჩვენ მომავალს ერთად დავწერთ“, - წერს რობერტა მეცოლა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში