ომი ისრაელსა და „ჰამსს“ შორის გრძელდება

16 დეკემბერი 2023, 11:50 410 ნახვა

ომი გრძელდება ისრაელსა და ჰამასს შორის. ამ დროისთვის კონფლიქტის შედეგად სულ მცირე 64 ჟურნალისტია დაღუპული, 13 დაშავებული და დაკარგულია 3. ამასთან სააგენტო სიენენის ცნობით, ისრაელის არმიამ შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც 3 მძევალი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, ღაზის ჩრდილოეთით ოპერაციის დროს თავდაცვის ძალებმა მძევლები აღმოაჩინეს, რომლებიც თავიდან შეცდომით საფრთხედ შეაფასეს და ცეცხლი ამიტომ გაუხსნეს. ისრაელის თავდაცვის ძალები მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შეერთებულ შტატებში კი ფიქრობენ რომ ომი ისრაელსა და ჰამასს შორის თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში