ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემები ქობულეთში

24 დეკემბერი 2023, 15:08 522 ნახვა

ძლიერმა ქარმა დააზიანა ქობულეთიც, მოგლეჯილია ხეები, გადახდილია სახლის სახურავები - დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, მიმდინარეობს სამუშაოები პრობლემების აღმოსაფხვრელად. მოსახლეობას ზიანი მიადგა სოფლებშიც, მოგლეჯილი ხეების გამო ჩახერგილი იყო გზები რამდენიმე მიმართულებით. დაბა ჩაქვში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც სახლს დაეცა, საბედნიეროდ სახლში არავინ იმყოფებოდა, სახალვაშოში კი გადახდილი სახურავი ავტომობილს დაეცა. მერის წარმომადგენლის განცხადებით შეისწავლიან არსებულ დაზიანებებს, მოხდება აღრიცხვა და შემდგომ შეკეთება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში