საახალწლო კონცერტი ქედაში

05 იანვარი 2024, 11:33 384 ნახვა

დღეს, ორ საათზე ქედაში საახალწლო კონცერტი დაიწყება. ნაძვის ხესთან უკვე მოეწყო სცენა,  სადღესასწაულოდ მოირთო მიმდებარე ტერიტორია.

გაიმართება საშობაო  ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

დაგეგმილია  ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით  მსვლელობა. მოეწყობა საბავშვო სივრცე. პატარებს თოვლის ბაბუა შეხვდება. საღამო 19 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში