მტკვრიდან ამოღეს 28 საბურავისგან დამზადებული 13 ერთეული თევზმახე, რომელშიც 100 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული 

12 იანვარი 2024, 11:17 695 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე მტკვრიდან ამოღებულია 28 საბურავისგან დამზადებული 13 ერთეული თევზმახე ე.წ. ოჩხი, რომელშიც 100 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული.

შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზი მდინარეში დააბრუნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში