ირაკლი კობახიძის განცხადება და გამოხმაურებები

12 იანვარი 2024, 15:00 342 ნახვა

ირაკლი კობახიძის რჩევები გიორგი გახარიას. ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ყოფილ თანაგუნდელსა და პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევის გამო აკრიტიკებს.

ირაკლი კობახიძემ სათქმელი სოციალურ ქსელში დაწერა და რამდენიმე პუნქტად მთავარი გზავნილებიც გამოყო.    

გახარიას განცხადება მისთვის ხუთსიტყვიანი ანეგდოტია, თავად გახარია კი ,,2-პროცენტიანი ნაცური თავხედობის ეტალონური მაგალითი“.

ამავე განცხადებაში ახსენებს გახარიას პრემიერობის დროინდელ რეზონანსულ საქმეებსაც, მათ შორის კლუბ ბასიანში განვითარებულ მოვლენებს და 20 ივნისის საქმეს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში