ომი ახლო აღმოსავლეთში

14 იანვარი 2024, 20:04 334 ნახვა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. ღაზის სამხრეთით ისრაელმა დარტყმების ინტენსივობა გაზარდა. პალესტინური მხარის ინფორმაციით დეირ ელ-აბას სამხრეთით მდებარე დასახლებაში  გასულ დღეს 11 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად ისრაელის განცხადებით „ჰამასი“ ევროპაში ტერორისტულ ქსელს ქმნის.

დაზვერვის ცნობით, ისრაელის ხელისუფლებას უკვე აქვს სიღრმისეული ინფორმაცია „ჰამასის“ ძალისხმევის შესახებ, რომელიც ევროპაში თავდასხმების მოწყობისკენაა მიმართული.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაჯგუფება შვედეთში ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა.

თავის მხრივ ისრაელის პრემიერი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ჰამასის წინააღმდეგ ომში გამარჯვების გზაზეა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში