აშშ-მა „ჰუსიტების“ რაკეტაზე თავდაცვითი დარტყმა ისევ განახორციელა

27 იანვარი 2024, 10:08 319 ნახვა

ადენის ყურეში იემენელმა ჰუსიტებმა ნავთობტანკერზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამხედრო სპიკერის განცხადებით დარტყმა იყო პირდაპირი და გამოიყენეს არაერთი რაკეტა. შემთხვევის შედეგად ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა გავრცელებული ცნობით არავინ დაშავებულა.

მომხდარიდან რამდენიმე საათში აშშ-მა განახორციელა თავდაცვითი დარტყმა ჰუსიტების რაკეტაზე.

ცენტრალური სარდლობის განცხადებით ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა რეგიონში მცურავ სავაჭრო გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში