აშშ-ის საჰაერო თავდასხმებმა დაარღვია ერაყისა და სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს წესდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ამერიკის მუდმივი ავანტიურიზმი დასავლეთ აზიაში საფრთხეს შეუქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში.
ნასერ ყანაანის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო თავდასხმები ერაყში, სირიასა და იემენში მიზნად ისახავს სიონისტური რეჟიმის მიზნების შესრულებას, რადგან თავდასხმები გაზრდის აშშ-ის ჩართულობას რეგიონში და დაჩრდილავს ისრაელის რეჟიმის დანაშაულებს ღაზაში.