ცვლილება ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესში 

09 თებერვალი 2024, 12:04 404 ნახვა

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც დოკუმენტის ინიცირებისთანავე გახდა პოლიტიკოსებს შორის სადავო.  საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე. 

თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, მაშინ ''ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

გარდა ამ ნაწილისა, ოპოზიცია საფრთხეებს ცესკოში ოპოზიციის კვოტის გაუქმებაშიც ხედავს.

ამბობენ, რომ კანონპროექტი რეპრესიულია და თანაც ეწინააღმდეგება ვენეციის რეკომენდაციებს.   

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში