გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 

19 თებერვალი 2024, 20:03 813 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეა  ლადო თევდორაძის გამოფენას მასპინძლობს. მხატვრის პერსონალური გამოფენა სხვადასხვა დროის სიუჟეტურ ფერწერულ ტილოებს მოიცავს, რომლებზეც წარსულისა და აწმყოს  ამსახველი სცენებია. 

ლადო თევდორაძის ნამუშევრების  ინსპირაციის წყარო მშობლიური  სოფელი და ბავშვობა გახდა. შესაბამისად ფერებითა და შესრულების განსაკუთებული სტილით გამორჩეული ნახატები დამთვალიერებელში ნოსტალგიას იწვევს. 

ლადო თევდორაძის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, მათ შორის  გერმანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ინგლისისა და ამერიკის. მხატვარი 4 პერსონალური და 20 ჯგუფური გამოფენის ავტორი და მონაწილეა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

ხელოვნების მუზეუმის გალერეა კი ლადო თევდორაძის გამოფენას 25 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში