ორი წელი რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში

24 თებერვალი 2024, 14:18 318 ნახვა

ერი, რომელმაც გაუძლო პირველ სამ დღეს, არ დაეცა მეოთხეზე, იბრძოდა მეხუთე დღეს. მერე ერთი თვე, შემდეგ 6 და ახლა უკვე 2 წელი.

მებრძოლები თავისუფლებისთვის - ეს ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის ამონარიდია, რომელმაც ის ომის 2 წლისთავზე გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტი იხსენებს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებს და აღნიშნავს, რომ ამ ომს ერთი ფინალი აქვს - გამარჯვება.

უკრაინის საგარეო საქმეთა  მინისტრი კი აცხადეbს, რომ ომის უბრალოდ შეჩერებით და იმის იმედით, რომ აგრესორი საკმარისად მოწყალე აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მშვიდობა აირჩიოს, რეალისტური გეგმა არ არის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში