უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 96 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

27 თებერვალი 2024, 10:04 386 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 96 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 6 სარაკეტო და 92 საჰაერო დარტყმა, 110 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

ღამით, საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმების საფრთხის გამო, უკრაინის სამხრეთ ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას „შაჰედ-136/131“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რაიონებში საჰაერო დარტყმები განხორციელდა.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების 120-ზე მეტი დასახლება"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ავიაციამ დარტყმა განახორციელა 9 ადგილზე, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა იყო კონცენტრირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი