აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ კარტელების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები გაგრძელდება, რაც ლათინურ ამერიკაში ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის საფუძველი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელის გემის წინააღმდეგ დარტყმასთან დაკავშირებული ძირითადი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება.
რუბიომ ეს განცხადება მეხიკოში გააკეთა, სადაც ის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს და მის კოლეგას, ხუან რამონ დე ლა ფუენტეს შეხვდა.
ორივე მთავრობამ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ შექმნეს მაღალი დონის ოპერატიული ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად შეიკრიბებიან, რათა გააკონტროლონ ორმხრივი ვალდებულებები და მათ ქვეყნებში განხორციელებული ქმედებები. რუბიო მექსიკიდან ეკვადორში გაემგზავრება.