ოდესის ოლქში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. უკრაინის შავი ზღვისპირა რეგიონში ნახევარსაათიან ინტერვალში ოთხი აფეთქება დაფიქსირდა. უკრაინის საჰაერო ძალების დილის ანგარიშში ნათქვამია, რომ ღამით რუსეთის არმიამ უკრაინას 112 დრონით შეუტია.
ჩამოაგდეს 84 დრონი, 17 ადგილას 28 დრონის, ხოლო 5 ადგილას ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქისრდა. ხარკოვის ოლქის ჩუგუევსკის რაიონში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაშავდა 5 ადამიანი. დაიწვა საცხოვრებელი სახლი და მანქანები.
ამერიკული ტელეარხების ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირისპირ მოლაპარაკებების პერსპექტივასთან დაკავშირებული მზარდი გაურკვევლობისა.