საგანგებო მდგომარეობა პერუში

27 თებერვალი 2024, 08:46 299 ნახვა

პერუმ ქვეყნის უმეტეს ნაწილში   საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  ძლიერმა სიცხემ  და კოკისპირულმა  წვიმამ ქვეყანაში დენგეს ცხელების შემთხვევების მატება გამოიწვია. ჯანდაცვის მინისტრის სეზარ ვასკესის განცხადებით, ვირუსის გამო სამხრეთ ამერიკაში დაღუპულთა რიცხვი წელს 32-მდე გაიზარდა.

ვასკესს თქმით,  სულ დაავადების შემთხვევები მიმდინარე  წლის პირველი რვა კვირის განმავლობაში 31 ათას 300-მდე გაიზარდა. პერუს მთავრობამ  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე საათის ადრე  ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში  გარდაუვალია დენგეს ეპიდემია.

პერუში აქამდე დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა  ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებზე მოდიოდა, სადაც საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში