„არტ-ოდისეა“ - გამოფენა

01 მარტი 2024, 12:42 475 ნახვა

„არტ-ოდისეა“ -ასე ჰქვია ჯგუფურ გამოფენას აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში. 50-მდე პროფესიონალი და მოყვარული მხატვრის ნამუშევარი დამთვალიერებელს მცირე გალერეაში ელოდება. პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი, სიუჟეტური კომპოზიცია-მხატვრობის სწორედ ამ ჟანრის მოყვარულებს მოუყარა თავი გამოფენამ. ხელოვნების მუზეუმში აცხადებენ, რომ გამოფენაში მონაწილეობის მსურველთა სიმრავლის გამო ექსპოზიცია ორ ეტაპად გამოიფინა. დღეიდან 4 მარტამდე და 6 დან -10 მდე. ცნობილი გახდა, რომ ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მალე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, ასევე ხელოვნების მუზეუმში ახალი თანამედროვე საგამოფენო სივრცე შეიქმნება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში