ხვალ "რეროს" სოლო კონცერტი გაიმართება

01 მარტი 2024, 15:35 1090 ნახვა

ხვალ, ქობულეთში ცენტრალურ მოედანზე ჯგუფ "რეროს" პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. ამ წუთებში ჯგუფის წევრები გენერალურ რეპეტიციას გადიან. საათნახევრის განმავლობაში შესრულდება არაერთი ცნობილი კომპოზიტორის სიმღერა. ასევე ჯგუფი ემზადება საავტორო სიმღერის პრემიერისთვისაც. სიმღერის ავტორია კომპოზიტორი ნათია ზეინკლიშვილი. სიმღერები ბენდის თანხლებით შესრულდება და ამ ფორმატის კონცერტი ქობულეთში პირველად ტარდება. კონცერტის ორგანიზატორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში