ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე კონტროლს გააძლიერებს - ადინა ვალეანი

02 მარტი 2024, 09:05 286 ნახვა

ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, ფერმერების შეშფოთების დასამშვიდებლად ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე კონტროლს გააძლიერებს.

ადინა ვალეანის თქმით, ამ ვაჭრობიდან სარგებელი ევროკავშირსაც შეუძლია, ვინაიდან საავტომობილო ტრანსპორტით პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან უკრაინაში ექსპორტი ორნიშნა ციფრებით გაიზარდა, რაც საქონლის მოცულობის ზრდას აღემატება, რომელიც უკრაინიდან ამ ქვეყნებში მიდის.

ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვრების ჩაკეტვა კარგი იდეა არ არის, მითუმეტეს მეზობელთან, რომელიც ასე საჭიროებს კავშირს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში