იაპონიის სამხრეთ სანაპირო ქალაქ ოიტაში მასშტაბურმა ხანძარმა ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 170-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
ეს თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ურბანული ხანძარი გახდა.
ხანძრის გამო ადგილობრივი მაცხოვრებლები ახლომდებარე თავშესაფარში გადაიყვანეს. ცეცხლი სამშაბათს საღამოს გაჩნდა და 48,900 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა.