საერთაშორისო მედიაში ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა განიხილება. სკაი ნიუს-ის ჟურნალისტი დომინიკ ვაგჰორნი წერს, რომ უკრაინასა და ევროპას აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ სრულად უარყოფა დონალდ ტრამპთან დისტანცირების რისკის გამო არ შეუძლიათ.
ჟურნალისტი აღნიშნავს ეჭვზე, რომლის მიხედვითაც სტივ უიტკოფმა და კირილ დმიტრიევმა მოილაპარაკეს, აერჩიათ ეს მომენტი ვოლოდიმირ ზელენსკიზე დიდი ზეწოლის განსახორციელებლად.
ვაგჰორნი, ანალიტიკოსების ვარაუდებზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამინდელი ტემპით წინსვლის გათვალისწინებით, რუსეთს კიდევ ოთხი წელი დასჭირდება იმ ტერიტორიების დასაკავებლად, რომლების გადაცემასაც „სამშვიდობო გეგმა“ ითვალისწინებს.
ცნობისთვის, აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.