აშშ-ის არმიისა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები კიევში შეხვედრებს მართავენ

20 ნოემბერი 2025, 09:52 88 ნახვა

აშშ-ის არმიის მდივანი და არმიის შტაბის უფროსი, კიევში  უკრაინელ მაღალჩინოსნებს შეხვდნენ. კიევში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დრისკოლი და ჯორჯი მონაწილეობენ „ფაქტების დამდგენი მისიის“ ფარგლებში.

შეხვედრებზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.  

უკრაინელი ოფიციალური პირების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, აშშ-ის დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ჯარების გაზრდის, მიმდინარე შეტევითი ოპერაციების და საცხოვრებელ უბნებზე სარაკეტო დარტყმების შესახებ, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი გამოიწვია.

განხილულ თემებს შორის იყო უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერება, შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები და ასევე თავდაცვის ძალების პერსონალის ტრენინგები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე