იაგო ხვიჩიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

07 მარტი 2024, 11:21 319 ნახვა

პარტია "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა პარტიის ოფისში მოხდა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, მოქალაქემ  უკმაყოფილება "ბიბლიური თავისუფლების" საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

"ეს ყველაფერი გამოწვეულია "ქართული ოცნებისა" და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან თავის დროზე, „ბიბლური თავისუფლების“ დახმარებით. შემდეგ ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამ, მამა შალვას და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ მისი ძმა ჩვენ სატანას ვაზიარეთ. ოფისში მოვიდა, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას. ჩავერიე და მისი მოქნეული ხელი მომხვდა. ეს ტიპი არავის მოგზავნილი არ არის, არც საპატრიარქოსი და არც მთავრობის. ჩვეულებრივი სულელია. რიგითი სულელები რომ არიან, რომლებიც ჭედავენ. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, სავარაუდოდ, მაინც ჩააყუდებენ, ციხეში, სამწუხაროდ. ასე დამთავრდება ეს ისტორია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში